ბოლო ამბები
12/12/2024

ღმერთო, ვისაც კობახიძე ვაჟკაცი ჰგონია იმის თავში ჩამახედა! ერთხელ უმრავლესობის სხდომაზე ისე გამაბრაზა – ეკა ბესელია (ვიდეო)

გაზიარება

“ერთხელ, უმრავლესობის სხდომაზე, კობახიძემ ისე გამაბრაზა, ოღონდ იმდენად მხდალია, ეს არის ვაჟკაცი?  ვისაც ის ვაჟკაცი ჰგონია, ღმერთო, იმის თავში ჩამახედა.

უმრავლესობის სხდომაა, ბევრი ადამიანი იყო, ეს არ არის პრივატული და ამიტომ ვყვები. ივანიშვილის გვერდით ზის კობახიძე, მე წინ ვიჯექი და რაღაც ჩუმად თქვა კობახიძემ ისე, რომ  მარტო მე გამეგო.

წამოვხტი, მივედი და ხმამაღლა თქვი რა გინდოდა, რას ჩურჩულებ მეთქი და შეეშინდა და მიხვდა ვინც გვერდით ეჯდა [ივანიშვილი] რომ გავბრაზდი და ბოდიში მოუხადე ეკას რომ გააბრაზეო – არ მოვუხდიო – თუ არ მოუხდი თანამდებობიდან გადაგაყენებო.

მე ავდექი და ცოტა გვერდით დავდექი, ვხედავ მოჰყავს ხელით, ასე ხელით მოათრევენ ბოდიშის მოსახდელად და ესეც მოდის ბოდიშის მოსახდელად, რომ არ დაატოვებინონ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა”- განაცხადა ეკა ბესელიამ 17 აგვისტოს, “მთავარი არხი”-ს ეთერში.

მისივე თქმით, არ მიიღო კობახიძის ბოდიში და მოითხოვა, რომ ყველას თანდასწრებით მოეხადა.

სხვა ამბების წაკითხვა