ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა. ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ერთმანეთს უკვე საჯაროდ აკრიტიკებენ და ურთიერთბრალდებებს უყენებენ.
TV “პირველი”-ს ცნობით, პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ დაბრუნდნენ: გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ადრესატები.
პარტიის რიგითი წევრები კი ხაბეიშვილის შერჩევით მიდგომებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ განსხვავებული პოზიციების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ნიკა მელია, რომელიც ფორმალურად კვლავ “ნაც.მოძრაობის წევრია, პირდაპირ ამბობს, რომ ახალი გაერთიანება, რომელსაც “გამარჯვების პლატფორმა” ეწოდა, სინამდვილეში არის მძიმე მარცხის პლატფორმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს