ბოლო ამბები
13/02/2025

ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, ვხდებით ევროკავშირის წევრი – გიორგი ვაშაძე (ვიდეო)

გაზიარება

გიორგი ვაშაძის კონკრეტული ამოცანები, რომელიც მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს გააწევრიანებს.

როგორც ვიდეომიმართვაში ვაშაძე ამბობს, ეს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხდება, რაც ხელისუფლების მმართველობას გადაიბარებენ:

“გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

ვხდებით ევროკავშირის წევრი! ეს კი ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ემიგრანტების დაბრუნებას, ძლიერ სოფელს, ძლიერ ქალაქს, ძლიერ ოჯახებს საქართველოში.

ვერანაირი „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეუშლის ხელს!”- ამბობს გიორგი ვაშაძე სპეციალურ ვიდეორგოლში.

სხვა ამბების წაკითხვა