TV “პირველი”-ს წამყვანი ეკითხება დევიდ კრამერს, გაზრდის თუ არა წნეხს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე და რა ბერკეტები აქვს დასავლეთს, რომ დემოკრატიას დაუჭიროს მხარი.
დევიდ კრამერმა წამყვანს უპასუხა, რომ ამერიკას აქვს მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკა და მათ არ სურთ მათრახის პოლიტიკის გამოყენება.
“არის ალბათობა, რომ ამერიკის მთავრობამ დამატებითი სანქციები გამოსცეს. მე არ ვამბობ, რომ ეს ამერიკის მთავრობამ უნდა გააკეთოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უნდა შეუერთდეს ამერიკის მთავრობას. მე არ ვარ ამით ბედნიერი და არ მსიამოვნებს სანქციებზე საუბარი, მაგრამ მე არ მომწონს ის, რაც ხდება აქ, რაც ხდება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის ქვეშ”- თქვა დევიდ კრამერმა.
შენიშვნა: ტექსტი გაშიფრულია ქართული სინქრონული თარგმანის მიხედვით და შესაძლოა იყოს უზუსტობები, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება თარჯიმანს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს