ბოლო ამბები
06/11/2025

ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე კვლავ გაერთიანდნენ (ვიდეო)

გაზიარება

“გირჩი  – მეტი თავისუფლება” და ელენე ხოშტარიას მოძრაობა “დროა” კვლავ ერთიანდებიან.

ამის ვიდეორგოლი მათ გვერდებზე უკვე გამოჩნდა.

როგორც ისინი ამბობენ,მიზეი, რის გამოც კვლავ ერთად აპირებენ პოლიტიკურ ბრძოლას არის ის, რომ აქვთ:

  • ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;
  • მომავლის მკაფიო ხედვა;
  • მოტივაცია, შეცვალონ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.

“ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – აცხადებენ ისინი.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე მოძრაობა 24 თებერვლის პლატფორმაშიც იყვნენ, თუმცა, ვაშაძის წასვლისა და ნაც.მოძრაობაში გადასვლის შემდეგ, ამ მოძრაობამ არსებობა შეწყვიტა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა