“ჯერ მოსყიდვა, თუ ვერ მოისყიდა, შანტაჟი, თუ არც ერთმა არ იმუშავა, განადგურება!- ესაა ჰეგემონის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები.”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში:
“აშშ-პოლიტიკის კრიზისის მაჩვენებელია ცეცხლის წაკიდების, ანუ მესამე, და უკიდურესად სასტიკი ინსტრუმენტის გამოყენება; ავღანეთში ქაოსი დატოვეს, უკრაინასაც ხანგრძლივ ქაოსში გადაიყვანენ…
საქართველო ვერ “ააგდეს” და ახლა სომხეთი აირჩიეს სამხრეთ კავკასიაში ქაოსის შესაქმნელად.
წავა სომხეთი სუიციდზე?! აკი უკრაინა წავიდა! ამერიკული პოლიტიკური ნაღმები არ მთავრდება!
ამ ფონზე ბორელს და ევრო-აპრუწუწუნ მარიონეტებს აგზავნიან, ევროპის ამერიკელი დამპყრობლები, 12 პუნქტზე “გადააქვთ” “პრაფესორებს” “ჯუნგლების ბინადართა” ყურადღება! ვაი, ამ დეგრადირებული ევრო-ვაი-კომისრების პატრონს, ამ შეზღუდული ინტელექტის, “ბაღის ბინადრებს”რომ ჰგონიათ, ვინმემ დაუჯერა!
სამხრეთ კავკასიას ქაოსში ვერ შეიყვანენ! ამას ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი არ დაუშვებს!
და ვაი, თუ ჩვენ არ გვეყო ამის გონი…რუსეთი არ დაუშვებს! ფრთხილად, ჩემო სამშობლოვ, უსაყვარლესო, დინჯად და ბრძნულად! ღმერთით”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს