“დამიძახეთ და დეტალურად აგიხსნით, რატომ გადავდექი”- მიმართა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “იმედი”-ს წარმომადგენლებს.
მისი თქმით, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მისთვის დაიხურა ამ ტელევიზიის ეთერი და ბლოკავენ.
ის მოუწოდებს არხის მენეჯმენტს, რომ მიიწვიონ პირდაპირ ეთერში, სადაც ყველაფერზე დეტალურად ისაუბრებს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს