ბოლო ამბები
აპრილი 17, 2024

ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი დაწესდა

სექ11,2023
გაზიარება

ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან.  დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის თაობაზე გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ჩვენ შარშან 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი  მივიღეთ, პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება, 4 და 4.5, ალბათ, სავარაუდოდ, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა და ჩვენთვის, ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტების მოზიდვა, ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, რა თქმა უნდა, იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან.  დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი და ზოგადად, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელს მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც, ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც.

სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო ეფექტურობა ზოგადად ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. ჩემი შეხვედრიდან პრემიერთან, დაახლოებით, 2-3 დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. ჩვენ გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისები, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და  მეტი ტურისტი გვინდა, რომ  ჩამოვიდეს, არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდეს მეტი ტურისტი, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა