ბოლო ამბები
17/09/2024

ეკა მიშველაძე უკიდურესად აღშფოთდა, თუ როგორ გაბედა კახა კალაძემ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა (ვიდეო)

გაზიარება

ეკა მიშველაძე უკიდურესად აღშფოთდა, თუ როგორ გაბედა კახა კალაძემ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა.

ამის შესახებ მან 13 სექტემბერს, საკუთარ გადაცემაში ისაუბრა, როდესაც შეაფასა კახა კალაძის კომენტარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“თბილისის მერი და ოცნების გენერალური მდივანი ამ ტერმინებით ელაპარაკება მაკრონს, პრეზიდენტ ბაიდენს, კანცლერ შოლცს და ალიანსის სხვა ლიდერებს”. თუ აქამდე “ქართული ოცნება” ლანძღვით შემოიფარგლებოდა, ახლა, პრაქტიკულად, ბილწსიტყვაობასაც არ ერიდებიან”– თქვა ეკა მიშველაძემ.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა:

“ჩვენ არაერთხელ გავიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო,  არ გვინდა ეს ღია კარი და გვესმის ამაზე წლები, რომ “კარი ღიაა, კარი ღიაა,  თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და გახადეთ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი”- თქვა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა