არმაზ ახვლედიანი ოპოზიციას რადიკალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან 19 სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
“მე ვარ კიდევ უფრო რადიკალური ზომების მომხრე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2024-ში ხელისუფლებაში ამათი [ქართული ოცნების] დარჩენის შემთხვევაში, ეს არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიკვდილი. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ რადიკალური ნაბიჯები, ვგულისხმობ იმას, რომ გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი გადაწყდება მომავალ წელს არჩევნებისას და ის, რომ არჩევნების ჩატარებას ესენი [ქართული ოცნება] არათუ დემოკრატიულად, არამედ, ოდნავ მიმსგავსებულადაც არ აპირებენ, ცხადზე ცხადია.
ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ არჩევნები გაყალბებული იყოს ტოტალურად და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება, გავლენები, კორუფციული სქემები და მათ შორის რუსული გავლენა. საბოლოოდ ჩაკლან საქართველოში დასავლური ინტერესი და თუკი ეს მაინც მოხდება და იმდენად ტრაგიკული ამბავი იქნება ჩვენი ერისთვის, რომ ვერაფერი ვეღარ გაგვამართლებს.
არათუ პარლამენტიდან გასვლა, ბოიკოტი და მანდატების დახევა, არამედ ყველაზე უფრო რადიკალური, არაფრის არ მომერიდება, პირდაპირ გეტყვით. ეს ხელისუფლება მივიდა იმ წერტილთან, სადაც ჩვენ აღარ უნდა მოგვერიდოს”- ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის ვერმიღება გამოიწევევს უპრეცედენტო მღელვარებას, რომელიც იქნება გარდაუვალი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს