“ურცხვს პირში აფურთხებდნენ და ცის ნამიაო- სწორედ ეს ანდაზა შეესაბამება საქართველოს და უკრაინის ურთიერთობას. “ნაცები” შეიტკბო და შეიყვარა, ელჩი გამოაგდო, სადაც წაგასწრებს – გლანძღავს, სახელმწიფო გადატრიალებას გიწყობს და შენ აქ მეგობარს უწოდებ, დროშები გაქვს ქალაქის ცენტრში გამოფენილი და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნი-მაზოხიზმი სხვა რა არის, იქნებ განმარტოს ვინმემ?”- წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობებთან დაკავშირებით.
“ცოტა თავმოყვარეობა რომ ვიქონიოთ, ისე, მოსაჩვენებლად მაინც -არა? თუ ესეც დაუძინებელმა მეგობრებმა აგვიკრძალეს?”– წერს სოსო მანჯავიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს