ბოლო ამბები
ივლისი 25, 2024

დაველოდებით, ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში – თაკო ჩარკვიანი

ოქტ3,2023
გაზიარება

“დაველოდებით, ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა 3 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან უპასუხა უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანს, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციამ 11 წლის მანძილზე ვერცერთი არჩევნები ვერ მოიგო.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ვერც ბრეჟნევის დროს იგებდა არჩევნებს ოპოზიცია და ვერც დღეს, რადგან არ არსებობს რეფორმირებული სასამართლო სისტემა და საარჩევნო კანონი.

“დაველოდებით, საკვების, გაჭირვების გამო გამოსულ ხალხს და მერე ამას თუ თქვენი ქონების დაცვის რევოლუციას დაარქმევთ, კი, ბატონო! დაარქვით და ვინ გაიმარჯვებს, მაგას დავინახავთ”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სხვა ამბების წაკითხვა