რა ვქნა, ჩემი მოსაზრება არ ვთქვა იმიტომ, რომ ბატონ ბიძინას ასე მიაჩნია? – გედევან ფოფხაძე

246
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გედევან ფოფხაძის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ლევან მურუსიძე წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო და ამ საკითხში ის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას არ ეთანხმება.

“რა ვქნა, ჩემი მოსაზრება არ ვთქვა იმიტომ, რომ ბატონ ბიძინას ასე მიაჩნია? – თუ მას მიაჩნია, რომ ის მოსამართლეები მსხვერპლნი იყვნენ, მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები, რომელთა მიმართ შესაძლოა ვინმეს ეთქვა, რომ არ დაეჭირათ, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გამწესება უზენაეს სასამართლოში და ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგში არ უნდა დამდგარიყო.

 თუ ჩვენ, ამ სიტუაციაში უკან დავიხევთ და კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაშია, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, რომ ყვავილებით წავიდეთ აეროპორტში და დავხვდეთ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსი”-ს გადაცემაში 360 გრადუსი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE