ბოლო ამბები
01/12/2024

გიორგი ბარამიძის თქმით, თუ პრეზიდენტს საქართველო უყვარს და სურს კანდიდატის სტატუსი, მან მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს

გაზიარება

გიორგი ბარამიძის თქმით, თუ პრეზიდენტს საქართველო უყვარს და სურს კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის, მან მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.

ამ საკითზე მან 20 ოქტომბერს ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” ანა ახალაიასთან ჩართვისას ისაუბრა.

“თუ სალომე ზურაბიშვილს უყვარს საქართველო და სურს, რომ საქართველო იხილოს ევროპაში, ისევე როგორც ჩვენ გვსურს, მან ხომ ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.

რა სამართლიან არჩევნებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერი დილეგში ჰყავთ, როგორც პუტინის პირადი პატიმარი. მან ეს ხომ ძალიან კარგად იცის?

იგივე, გრიგორიადისის გათავისუფლება მისი მოვალეობაა იმიტომ, რომ ის ადამიანები [მიხეილ სააკაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი] სხედან აბსოლუტურად ტყუილ-უბრალოდ და მითუმეტეს, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე როცა ვლაპარაკობთ, ფარცხალაძის შეთითხნილი საქმით ზის”- თქვა ბარამიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა