ბოლო ამბები
07/11/2024

თინა ბოკუჩავა ამერიკაში იმყოფება, რომელსაც ხვალიდან გიორგი ვაშაძეც შეუერთდება

გაზიარება

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ამერიკაში, ქალაქ ბოსტონში იმყოფება. მისი თქმით, ის მიწვეული იყო ჰარვარდის უნივერსიტეტში, სპიკერის რანგში.

23 ოქტომბრიდან კი მას შეუერთდებიან ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლები, ასევე სტრატეგია “აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელთან ერთადაც შეხვედრებს დაიწყებენ კონგრესმენებთან და სახელმწიფო დეპარტამენტში

ამის შესახებ თიინა ბოკუჩავამ 22 ოქტომბერსმ ტვ “პირველი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ნაცვლად, მათ უწევთ საქართველოს ინტერესების დაცვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

“მე ჯერ კიდევ ბოსტონში ვიმყოფები, ხვალ დილით უკვე მიმდივარ ვაშინგტონში, სადაც შემომიერთდებიან კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე იმისთვის, რომ უკვე ვაშინგტონში ჩავატაროთ შეხვედრები, მათ შორის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებთან.

იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ვერ შეძლოს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება საქართველოს ინტერესში, ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს საქართველოს ინტერესების დაცვა”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სხვა ამბების წაკითხვა