ბოლო ამბები
01/12/2024

კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვამბობ, ესენი არიან “ლელო”, ნაც.მოძრაობა ვაშაძესთან ერთად და ნიკა გვარამია

გაზიარება

თბილისის მერი ასახელებს იმ პირებსა და პარტიებს, რომლებიც, მისი თქმით, ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამისთვის კონკრეტულ ქმედებებსაც ახორციელებენ.

ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ქართულ პოლიტიკაში დღესაც მოიძებნებიან ისეთი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ მცდელობა იმისა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და ნიკა გვარამია. კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვამბობ. ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, რადგან უცხოელი მეგობრები ამაზე პირდაპირ გვესაუბრებიან.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი – ვინ არიან ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს და განვითარებას. ალბათ ქალბატონი სამნიძეც დაადასტურებს და დაასახელებს, ვინ არიან ეს ადამიანები. შეიძლება დღეს შენ იყო ოპოზიციაში და რაღაცაში არ ეთანხმებოდე ხელისუფლებას, გქონდეს პოლემიკა, განსხვავებული აზრი, მაგრამ როდესაც საუბარია ევროპულ მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე და ყველაფერ ამას ეწინააღმდეგები, ხელს უშლი, ეს ძალიან დიდი ბოროტება და მავნებლობაა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სხვა ამბების წაკითხვა