“ზურა გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგოს? – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 25 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კითხვა დაუსვეს ხოშტარია-ჯაფარიძის შექმნილ ვებ გვერდთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული ადამიანების ფოტოებია ატვირთული და მოხსენიებულები არიან, როგორც მონები და პროპაგანდისტები.
“ზურა გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგონ? – პირიქით, ამით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიური ილაპარაკონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე ან პატიოსან ადამიანზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი.
ელენე ხოშტარიამ, რომელიც რუბლებით სუნთქავს ადამიანი და ის “გირჩი” [ზურაბ ჯაფარიძე], რომელიც ჩახდილი დარბოდა, როგორ შეიძლება ამ ადამიანების მხრიდან მიიღო ბულინგი? – უბრალოდ, უნდა გაიხუმრო, გაერთო და გაატარო ასეთი რაღაცეები”- განაცხადა კახა კალაძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს