ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვთ მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში დაასანქცირებენ. ამის შესახებ მათ “გირჩი ტვ”-ის ეთერში, ერთ-ერთი მაყურებლის კითხვას უპასუხეს, რომელმაც ჰკითხა, თუ როდის მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
ელენე ხოშტარიას ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ ამ ყველაფერს დასავლეთი გადაწყვეტს, თუ როდის არის ამისთვის ყველაზე კარგი დრო.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, თუ რა პრინციპით ხდება ადამიანების დასანქცირება და ეს არ ხდება ვიღაცის მოთხოვნის საფუძველზე.
საბოლოო ჯამში, ელენე ხოშტარიაც და ზურაბ ჯაფარიძეც ამბობენ, რომ არ იციან, დასანქცირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ან თუ დასანქცირდება, როდის.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს