ბოლო ორი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი რეიტინგი იკლებს”- წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი მუმლაძე.
“ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც დავიწყე საუბარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებების აუცილებლობაზე თავის დროზე!
რადგან ვთვლი, რომ ჯანსაღი კრიტიკის გარეშე, არანაირი წინსვლა და პროგრესი არ არსებობს!
ამ პარტიის ნაწილი ვარ წლებია ჩემი ბრძოლით, შესაბამისად მახარებს მისი ნებისმიერი წარმატება და ბუნებრივია მწყინს ნებისმიერი მისი ჩავარდნა.
პირველ რიგში, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას: ჩემ სინდისთან, მიხეილ სააკაშვილის პერსონასთან და ყველა იმ პატრიოტთან, ვინც წლების განმავლობაში, უშიშრად და წარმოუდგენელი წნეხის მიუხედავად უერთგულა ენმ-ს, როგორც იდეას!
ჩემს ბრძოლას, არანაირი მატერიალური პრივილეგია არ მოუტანია ჩემი ოჯახისთვის, უფრო პირიქითაა ყველა ასპექტში!
უბრალოდ, მე იმას ვაკეთებდი და გავაკეთებ ყოველთვის რისიც მჯერა!
ახლა გაჩუმება და პრობლემის მიჩქმალვა, არის “დათვური სამსახური” პარტიისთვის და თავის მოტყუება ნებისმიერი ჩემი პატრიოტი თანამებრძოლის მხრიდან!
ბოლო ორი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი რეიტინგი იკლებს!
ეს მაშინ, როდესაც ცალკე აღებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი, ედისონ რისერჩის კვლევის მიხედვით ივნისში იყო 25 %, შემდეგ პარტიას შემოურთდა გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლი, რომელსაც იმავე ივნისის კვლევაში ჰქონდა 3%.
ლოგიკურია, რომ ამ გაერთიანებას უნდა მოეტანა პროცენტული მატება შემდგომ კვლევებში, გაერთიანების მიზანიც ეს იყო რა თქმა უნდა!
თუმცა, ედისონ რისერჩის სექტემბრის კვლევაში, არათუ მოგვემატა რამე, არამედ 3% მოგვაკლდა და 22 %-მდე დავედით!
ხოლო “ედისონ რისერჩ”-ის ბოლო კვლევაში, რომელიც ოქტომბრის ბოლოდან – 6 ნოემბრამდე ჩატარდა, კვლავ კლება გვაქვს 1 % – ით და 21 %-მდე დავედით!
რეიტინგის კლების ასეთი ტენდენცია, დიდი დარტყმაა ჩვენი პარტიისთვის და დიდი საჩუქარია რუსი ოლიგარქი ივანიშვილისთვის!
ფაქტი ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ პარტიისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, საკუთარი ერთგული თანამებრძოლების შემორიგება-შემომტკიცება და არა პარტიიდან წასული, შემდეგ მოსული ხალხის კომფორტულ ინტეგრაციაზე ზრუნვა!
არჩევნები კარს მოგვადგა და ეხლა ენის მოჩლექვის დრო არ არის!
არანაირი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს, მიხეილ სააკაშვილის დაზიანებად და პარტიის რეიტინგის კლებად!
ფაქტია, რომ ცვლილებებმა ვერ მოიტანა საკმარისი სინერგია მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლის და პარტიის რეიტინგის ზრდის ნაწილში!
ამიტომ, ახლა საჭიროა პრობლემების საჯაროდ აღიარება და მის მოსაგვარებლად ყველა ნაბიჯის გადადგმა, გვერდზე გაწეული ადამიანებისთვის ხელის ჩაჭიდება და სრული სვლით რუსი ოლოგარქის წინააღმდეგ ბრძოლა!
ჩემთვის არასდროს არ ყოფილა პრიორიტეტი, სადმე რამე სიაში ყოფნა, ან “წარჩინებული ოპოზიციონერის” სტატუსის ქონა, მე გამარჯვების ინტერესი მაქვს და ამისთვის ვიბრძვი სულ!
გამარჯვებას კი სჭირდება ერთობა და თანამებრძოლებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნა!
ამ გარემოს შექმნას, თუნდაც ვინმეს პარტიული თანამდებობის, ან სტატუსის დათმობა დასჭირდეს!
ასეთ რთულ დროს, არც ერთი გამოცდილი მებრძოლი არ გვყავს დასაკარგი!”- წერს გიორგი მუმლაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს