23 ნოემბრის შემდეგ დაიქოქება კამპანიის შტაბი – გიორგი ვაშაძე (ვიდეო)

226
ნახვა/წაკითხვა

გიორგი ვაშაძე პირობას დებს, რომ 23 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც  მანიფესტი გამოქვეყნდება, აქტიურად “დაიქოქება” მათი კამპანიის შტაბი, რომლის საბოლოო მიზანიც არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა იქნება.

ამ საკითხზე გიორგი ვაშაძემ 21 ნოემბერს, ტვ ‘პირველი”-ს გადაცემა “პირველ ხაზში” – ვიკა ბუკიასთან სტუმრობისას ისაუბრა.

“ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ხალხთან ერთად მოვიტანთ გამარჯვებას. რისთვის გვინდა გამარჯვება/? – რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, შემოვიტანოთ ძალიან ბევრი ინვესტიცია”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

___________________________