როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით.
ორი კომიკური ფიგურაა – აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია და ყოველდღიურად უზიარებენ საზოგადოებას წყენას ერთმანეთის მიმართ. ასეთ პირობებში რა მანიფესტი უშველის „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს. იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება შეუძლებელია. უფრო ღრმად ჩადის მათი რეიტინგი და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“,- აღნიშნა კობახიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს