ბოლო ამბები
07/02/2025

საბა ბუაძის თქმით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში რუსულნომრიანი ავტომანქანები აღარ იქნება

გაზიარება

საბა ბუაძის თქმით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში რუსულნომრიანი ავტომანქანები აღარ იქნება. ამის შესახებ მან 23 ნოემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” დიანა ტრაპაიძესთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ აკრძალვით ოკუპირებული ტერიტორიები არ დაბრუნდება, თუმცა ეს, ერთიანობაში ქმნის სურათს და პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.

“ამიტომ ემსახურება “ლელო” ქართველი ხალხის ინტერესებს და “ქართული ოცნება” რუსეთის ინტერესს.”- ამბობს ბუაძე.

წამყვანის კითხვაზე, დაიცვა თუ არა ამ გადაწყვეტილებამ ჩეხეთი რუსული გავლენებისგან, ბუაძე ამბობს, რომ არ დაუცვია, მაგრამ ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რადგან ჩეხეთის გარდა რუსულნომრიანი მანქანები აკრძალა ესტონეთმა და ჩეხეთმა

სხვა ამბების წაკითხვა