დღეს, თქვენ წინაშე, პირველ სპიკერად და დღევადელი დღის მთავარ გმირად უნდა იდგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი”– განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ 23 ნოემბერს, ვარდების რევოკუციის 20 წლისთავისადმი გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე.
“ქართველ ხალხთან ერთად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ვარდების რევოლუციის მთავარუ გმირი, მთავარი სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი.
სწორედ ამიტომ დაატყვევა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ვარდების რევოლუციის იდეებისთვის და მიღწევებისთვის, ამიტომ იმყოფება დღეს ის საპყრობილეში.
ამ სულისძემძვრელ უსამართლობას ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და დროულად უნდა დავასრულოთ და მე მჯერა, რომ ძალიან მალე, ეს მოხდება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ვარდების რევოლუციას“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი აწამეს და მოწამლეს, მაგრამ ვერ მოკლეს.
“პრეზიდენტი სააკაშვილი აწამეს, მოწამლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან ვერ მოკლეს მასში ვარდების რევოლუციის იდეა – ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული, თავისუფალი საქართველოს იდეა – ეს არის მთავარი იდეა, რაც ამოძრავდებდა ვარდების რევოლუციას, რომელიც ამოძრავებს პრეზიდენტ სააკაშვილს და რომელიც გვამოძრავებს ჩვენ.
ეს არის იდეა, რომელიც თითოეული ჩვეგანის გულსა და გონებაში ცოცხლობს, ამიტომ მას ვერასდროს მოკლავს ვერც ივანიშვილი და ვერც პუტინი”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს