“ვერ ვარ კომფორტულად, როცა მე კარგად ვარ და ჩემი მეზობელი ცუდად”– მიმართა მამუკა ხაზარაძემ ჩუღურეთში მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც მან რამდენიმე მაცხოვრებელთან შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, ის ყველგან ივლის, მთელ საქართველოში.
“პარტია “ლელო” ძალიან სერიოზულად ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება იმ ჯანსაღ ხალხთან ერთად, რომლებსაც სურთ სხვანაირ საქართველოში ცხოვრება, თავისუფალ, დამოუკიდებელ და არა რუსულ საქართველოში ცხოვრება.
ბიძინა ივანიშვილი არის რუსული პროექტი, მთელი თბილისი და საქართველო უნდა მოვიაროთ, აესე, ვივლი, დავიწყებ ადამიანების დარწმუნებას, რომ გამოსავალი არსებობს და ძალა არის თქვენ ხელში.
ჩვენ, თქვენთან ერთად გვინდა ძლიერი საქართველო. ბევრი მისვამს კითხვას – რატომ აიტკიე თავი პოლიტიკაში? – მარტივად რომ ვთქვათ, სხვაგან ცხოვრება არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინაც შემეძლო წავსულიყავი, ვერ დავტოვებ ამ ქვეყანას და აქ რომ ვარ, ვერ ვარ კომფორტულად, მე რომ კარგად ვარ და ჩემი მეზობელი ცუდად. მივხვდი, რომ ბიზნესიდან ამის გაკეთება არ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკიდან არის შესაძლებელი ამის შეცვლა.
მე მინდა რომ, ჩემ გარშემო, ჩემი შვილების მეგობრებმა, თქვენ და თქვენმა შვილებმა მაგარ საქართველოში ვიცხოვროთ“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს