ბოლო ამბები
12/12/2024

მე არ ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა – გიორგი გახარია (ვიდეო)

გაზიარება

“სააკაშვილის გამოშვება პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს”- განაცხადა გიორგი გახარიამ 7 დეკემბერს, თეონა გეგელიასთან ინტერვიუში.

“ჩვენი ჰუმანიტარული პოზიციის მიუხედავად, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, მე არ ვთვლი, რომ დღეს, პრეზიდენტმა ის [მიხეილ სააკაშვილი] უნდა შეიწყალოს.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებას ქართულ პოლიტიკურ პროცესზე არანაირი პოზიტიური (დადებითი) გავლენა არ ექნება და იქნება პირიქით, ნეგატიური (უარყოფითი) ზეგავლენა ექნება.

გახარიასთვის გაუგებარია, რატომ აძლებს “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს იმის უფლებას, რომ მან, სასამართლოდან აწარმოოს საარჩევნო კამპანია.

სხვა ამბების წაკითხვა