ბაჩო დოლიძე ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს, რომელიც თავიდანვე ნიკა მელიას გუნდის წევრი იყო.
“ვტოვებ “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. შეიქმნება ახალი პლატფორმა, არ ვაპირებთ შერწყმას არცერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვენ გვექნება ჩვენებური ხედვა, განსხვავებული ხედვა და შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას სრულიად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ” – აცხადებს ბაჩო დოლიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს