ბოლო ამბები
13/09/2024

სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს მიერ აფხაზეთის აღიარების გაფართოებისთვის

გაზიარება

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა და განუცხადა, რომ ის ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს მიერ აფხაზეთის აღიარების გაფართოებისთვის”– იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის ეგრედწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრი

“შეხვედრა ალ-მუჰაჯირინის პრეზიდენტის სასახლეში შედგა, იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის ეგრედწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრი.

“ინალ არძინბამ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას სახელით თბილი სურვილები გადასცა. ბაშარ ალ-ასადმა მიიღო მოწვევა მომავალ წელს ეწვიოს აფხაზეთის რესპუბლიკას.

მხარეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეცოპერაციას და დაგმეს შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები კონფლიქტების დაწყების შესახებ ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

მხარეებმა აღნიშნეს რუსეთის ძალისხმევა, ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემა და გააძლიეროს მრავალპოლარული ტენდენციები გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში.

პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის.

მან ასევე აღნიშნა აფხაზეთსა და სირიას შორის განათლების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთქმედების გაძლიერების მნიშვნელობა.

გარდა ამისა, სირიის სახელმწიფოს მეთაურმა კულტურისა და სპორტის სფეროში ორმხრივი დიალოგის განვითარების პროექტების მხარდაჭერა გამოაცხადა. მათ ასევე განიხილეს აფხაზეთისა და სირიის ეკონომიკის განვითარების მიზნით უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ინალ არძინბამ სირიის პრეზიდენტს გააცნო აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ძალისხმევა ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად და ინვესტორებთან აქტიური მუშაობისთვის. აღინიშნა რუს და ბელორუს ინვესტორებთან ერთობლივი აფხაზურ-სირიული მუშაობის მნიშვნელობა.

მხარეებმა დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების (გოლანის მაღლობების დეოკუპაციის შესახებ) შესრულების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე დაგმეს კოლექტიური დასავლეთის ქმედებები, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზას სექტორში.”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სხვა ამბების წაკითხვა