ევროპამ ხელი მოგვკიდა და გვითხრა – განქოცდით ქართველებო, განქოცდით”- განაცხადა გია ბუღაძემ 18 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ევროპამ გამოიღვიძა, დაგვინახა და ხელი მოგვკიდა, არ მიუშვა, არ “გაგვაქოცა”, პირდაპირ გვითხრა – გეყოფათ, განქოცდით თბილისელებო და ქართველებო”– განაცხადა გია ბუღაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილია ადამიანი, რომელმაც ქართული სახელმწიფო შექმნა და რომლის დანგრევასაც “ქართული ოცნება” ცდილობს, თუმცა ვერ შეძლო.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს