ყველა, ვინც “ევროპულ საქართველოს” ცოლ-ქმრის პარტიას უწოდებს, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამებრძოლებს – მათ, ვისაც იცნობთ და ვისაც არ იცნობთ.
ცხადია, ჩვენი თანამებრძოლების დაუმსახურებელ შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ და ძმრად ამოვადენთ.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ პროპაგანდას დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მსახურები აქტიურად აწარმოებენ.
“ეს პროპაგანდა, რასაც ოლიგარქი კეზერაშვილის და ბელადი სააკაშვილის მსახურები აქტიურად აწარმოებენ ემსახურება ამ ორი კარიკატურული პერსონაჟისთვის იმ ილუზიის შექმნას, რომ მათი დაკვეთა შესრულებულია და ვინც ბელადს განუდგა, ოლიგარქის “ჯანსაღი რჩევები” უარყო, საკუთარ პრინციპებს უერთგულა და საკუთარ თავთან და ამომრჩეველთან პირნათელი დარჩა, “განულდა”, მარტოა და იზოლირებულია.
ამ ვირტუალური რეალობის შექმნას ემსახურება მათ მიერ აგებული კორუმპირებული სისტემა და ამ სისტემის ყველა მოსამსახურე (ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად).
პრინციპების ერთგულების გამო პოლიტიკური აქტორების იზოლაციის პრეცედენტის შექმნა ქართული დემოკრატიის პერსპექტივას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ამიტომ, ამ ორი კარიკატურული პერსონაჟის და მათი მოსამსახურეების მორალურ და პოლიტიკურ განადგურებას და ამ მაგალითის შექმნას, ეროვნულ საქმედ მივიჩნევ.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს