“ოცნების” ამომრჩეველო ნეტავ თუ მიხვდით რა მოხდა დღეს! ამ მშიშარა, საკუთარი გადაფურთხებულის ამლოკავ ხალხს რომ უჭერთ მხარს როგორ არ გიტყდებათ?! – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში და ეხმიანება “ქართული ოცნების” მიერ ჩაგდებულ კენჭისყრას, რომელიც მოსამართლეების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
“და იქვე არ დაგავიწყდეთ ბრტყელ ბრტყელ ლაპარაკს რომ დაიწყებთ, ეს ყველაფერი ხდება სანდრო გვირგვლიანის მოსამართლის გამო!
დაგიმარცვლით – სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!”- წერს თინა ხიდაშელი.
“ქართულმა ოცნებამ” უკვე მეორედ ჩააგდო კენჭისყრა და არ მიიღო მონაწილეობა რეგისტრაციაში, რომელიც მოსამართლეების საქმეებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს და რომლის ინიციატორიც ოპოზიციაა.
საკითხის კენჭისყრაზე გასატანად საჭიროა 76 ხმა, თუმცა “ქართული ოცნების” უარის გამო კვორუმი ვერ დგება.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს