ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონი. ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ: “ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით”
“ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ.“- ნათქვამია განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს