ბოლო ამბები
11/12/2024

შიში გაუჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ლობირებდნენ დეოლიგარქიზაციის თემას, რომ  ეს საკითხი შეიძლება შეეხოს არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ კეზერაშვილს, „ჭუტას“ და ა.შ

გაზიარება

უკრაინაში ძალიან ცუდად აამოქმედეს  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი  მისი იურიდიული ამოქმედების გარეშეც კი. ვიდრე ეს კანონი სამართლებრივად ამოქმედდებოდა, მანამდე, ამ კანონის საფუძველზე, მთელ რიგ ბიზნესმენებს გადააფორმებინეს ტელევიზიები და ბიზნესები სახელმწიფოსთვის. კატასტროფა მოხდა, 2012 წლამდე რაც ხდებოდა საქართველოში, ის გააკეთეს უკრაინაში ამ კანონის საფუძველზე, ანუ ბიზნესის რეკეტის საფუძვლად იქნა გამოყენებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ დასმული კითხვის  საპასუხოდ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემა“-ში განაცხადა.

“ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს, ამიტომ მე დავპირდი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს კანონი არ ამოქმედდება იმ პრაქტიკით, რომელიც გამოყენებული იქნა უკრაინაში ერთი წლის განმავლობაში და რომელიც გამოიყენებოდა საქართველოში 2012 წლამდე.

მთავარია გამჭვირვალობა. როცა გიტოვებენ ბუნდოვან რეგულაციებს, ამ შემთხვევაში რჩება სივრცე სპეკულაციებისთვის; ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ბუნდოვანების დატოვება – ან მოხსენით ეს პუნქტი, დეოლიგარქიზაცია და ვისაუბროთ სისტემურ რეფორმებზე მაგრამ ზოგად ჭრილში, მაგრამ თუ რჩება თემა დეოლიგარქიზაცია, ამ შემთხვევაში, ვიღაცამ სამართლებრივად უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი და სამართლებრივად უნდა იყოს ასევე განსაზღვრული ზომები ოლიგარქების მიმართ.

რასამ ან კუბილიუსმა [ევროპარლამენტარები:რასა უკნევიჩიანე და ანდრიუს კუბილიუსი] კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს ის, თუ ვინ არის ოლიგარქი.

როცა, მაგალითად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საუბრობს კუბილიუსი ან სხვა ოდიოზური ევროპარლამენტარი, ასე კი აღარ იქნება, მტკიცებულებები უნდა იყოს გამყარებული სამართლებრივად, თუ ვინ არის ოლიგარქი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ერევა თუ არა პოლიტიკაში, ან მედიაზე აქვს თუ არა რაიმე გავლენა და ა.შ. – ამასთან დაკავშირებით კეთილი უნდა ინებოს შესაბამისმა უწყებამ და წარმოადგინოს მტკიცებულებები, იგივე ეხება კეზერაშვილს და ა.შ. რაც იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, აქ კითხვები მოხსნილია.

უბრალოდ, შიში გაუჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ლობირებდნენ დეოლიგარქიზაციის თემას, რომ  ეს საკითხი შეიძლება შეეხოს არა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ არავითარი ფაქტი არ არსებობს პოლიტიკაში მისი მონაწილეობის თაობაზე, არამედ ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც არიან “გლობალური ომის პარტიის” აგენტები, ესენი არიან, მაგალითად: კეზერაშვილი, „ჭუტა“ და ა.შ.

ამ შიშის გამო დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არ უნდათ დეოლიგარქიზაციის კანონი – კეზერაშვილს, “ჭუტას” და ამ ადამიანებს მოვერევით ყოველგვარი კანონის გარეშეც, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენ ამ კანონის მიღება, ნუ ეშინიათ მათ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავი დაანებონ სპეკულაციებს ე.წ. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, თუ რეალური დეოლიგარქიზაცია არ სურთ.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა