Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:
ქართული ოცნება – 37%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%
საქართველოსთვის – 6% (გახარია)
ლეიბორისტული პარტია – 5%
ლელო – 4%
გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 3%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 3%
დროა – 2% (ელენე ხოშტარია)
ალტ ინფო – 2%
მოქალაქეები – 2% (ალეკო ელისაშვილი)
ხალხის ძალა – 2%
ევროპული საქართველო – 1%
პატრიოტთა ალიანსი – 1%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს