ბოლო ამბები
18/03/2025

ამ თანამდებობაზე  არც გამოკერებული არ ვარ და არც დიდი ინტერესი არ მაქვს – ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

გაზიარება

ამ თანამდებობაზე  არც გამოკერებული არ ვარ და არც დიდი ინტერესი არ მაქვს”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმ 21 ივნისს, “ფორმულის”  ეთერში სტუმრობისას.

“მოდი პირდაპირ ვთქვათ, აბსოლუტურად იდენტურია ჩვენი ხედვები და რაც მთავარია, ღირებულებითი თანხვედრაა. ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიაში ვარ თავმჯდომარედ არჩეული და დიახ, ამ პოზიციას მანამ ვიკავებ, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფალი არ იქნება, სხვა შემთხვევაში, ამ თანამდებობაზე  არც გამოკერებული არ ვარ და არც დიდი ინტერესი არ მაქვს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს მწყობრად ჩამოყალიბებული გუნდი, აწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, რომელსაც შეეძლება მარტოსაც ხელისუფლების ჩანაცვლება”– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა