ბოლო ამბები
11/10/2024

გაუბედურებულები, საცოდავები ხართ! გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა? – ირაკლი ღარიბაშვილი ნაც.მოძრაობას

გაზიარება

გაუბედურებულები, საცოდავები ხართ,ბოლო პერიოდში რაც თქვენ ჩაიდინეთ, გესმით რამხელა ზიანი მიაყენეთ ქვეყანას? თქვენი ბელადის კამპანია, რომ კვდება, მოწამლეთ, ვაწამეთ – ამაზე რატომ აღარ ამბობთ არაფერს? – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

“გადარჩა სააკაშვილი, თუ აღდგა? – აი, ეს არის სახე ჩვენი დეგრადირებული, გაუბედურებული ოპოზიციის. სათქმელი არაფერი გაქვთ, უსუსური მცდელობაა, რომ პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან. თუ ვინმემ რამე გააკეთა ანტიქართული არის ეს ძალა [ნაც.მოძრაობა] ეს არის შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენ ქვეყანას. ტერიტორიები ჩააბარა.

ასეთი ტაქტიკა აქვთ, ქალბატონებს მოგვიქსევენ შეურაცხყოფებით და შემდეგ ელოდებიან რეაქციას”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა