“ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული და არ არის საჭირო ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე, კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 1-ლ ივლისს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, როდესაც უპასუხა მაგდა ანიკაშვილის კითხვას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
“მე ვერ ვნახე, რომ ამან [ნიკა გვარამიას შეწყალებამ] გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, მე ასე მიმაჩნია. არ მივიღე იმიტომ, რომ მსიამოვნებდა, არ მივიღე იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძნელი გადაწყვეტილება არ იყო და და ისიც მინდა გითხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული და მტკივნეული”- განაცხადა პრეზიდენტმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს