ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” დღევანდელი ლიდერებიდან ყველას გაუშვებს. ამის შესახებ მან 2 აგვისტოს, “ფორმულა”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილი პრაგმატული ადამიანია საკუთარი თავისთვის და არა ქვეყნისთვის, შესაბამისად, ის გაუშვებს “ოცნების” დღევანდელ ლიდერებს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე.
“არათუ ვუშვებ, დარწმუნებული ვარ. ის არ არის იდეალისტი, ის ძალიან პრაგმატული ადამიანია. თავისთვის პრაგმატულად. მე უბრალოდ მეგონა, რომ ქვეყნისთვის ფიქრობდა პრაგმატულად და ძალიან გული მეტკინა, როდესაც ეს ასე არ იყო.
თავისთვის პრაგმატულად იფიქრებს და ამათ ყველას [ქართული ოცნების დღევანდელ შემადგენლობას] გაუშვებს, ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ და ქვეყანა არის ჩვენთვის ძალიან ღირებული და ყველამ რაღაცით მივეხმაროთ ამ პროცესს”- განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილ ლიდერებთან ერთგვარ გაერთიანებასა და ახალი ოპოზიციური ჯგუფის შექმნაზე ფიქრობს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს