ბოლო ამბები
13/09/2024

გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში? – კახა კალაძე სამი ოპოზიციური პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე

გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებით არაფერი არ შეიცვლება.

„გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რა შეუქმნიათ. დღევანდელობასაც გადავხედოთ, რით არიან დაკავებულები. ამ გაერთიანებით არაფერი იცვლება. ეს ადამიანები ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ, შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე
გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს.

გადახედეთ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. ერთს ჰგონია,
რომ ქვეყანას ჰყავს ბატონები და მათ უნდა ვემონებოდეთ.

ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან
მონები, შეუძლებელია რაიმე სასიკეთო გაუკეთონ თავიანთ ქვეყანას.
ხალხი ყველაფერს ხედავს, ნუ ჰგონიათ, რომ თავიანთი ტელევიზიების
საშუალებით ვინმეს მოატყუებენ.

საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს. როგორც წინა წლებში, ასევე, 2024 წელს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა