ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

სარკოზი მაფრთხილებდა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი ამ დოკუმენტს, მე მომკლავდნენ. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი – სააკაშვილი აგვისტოს ომზე

აგვ26,2023
გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით წერს და ამბობს, რომ მან ხელი არ მოაწერა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ, მოსკოვიდან ჩამოტანილ იმ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსი მომავალში საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განსაზღრულიყო.

“2008 წლის 10 აგვისტოს, რუსული ჯარები უახლოვდებოდნენ თბილისს. სწორედ ამ დროს სარკოზიმ მოსკოვიდან დოკუმენტი ჩამოიტანა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში, საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განსაზღვრულიყო.

სარკოზი მაფრთხილებდა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი, მე მომკლავდნენ. რა თქმა უნდა, მე უარი ვთქვი.

ამის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რასაც არ ჰქონდა ლეგალური საფუძველი და იყო შეცდომა. ეს მოცემულობა კი ჩვენი მხრიდან ტერიტორიების დაბრუნების საწინდარია”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა