ბოლო ამბები
15/12/2024

ამ პლატფორმაში შემოკრებილ ადამიანებს გვაქვს ამბიცია, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე – ნინო ლომჯარია

გაზიარება

“ამ პლატფორმაში შემოკრებილ ადამიანებს გვაქვს ამბიცია, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე”– განაცხადა ნინო ლომჯარიამ 7 სექტმებრს, გადაცემა “რეაქცია”-ში ჩართვისას.

დღეს გაიმართა ნინო ლომჯარიას ახალი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტის” წარდგენა, რომლის წევრებიც არიან:

ნინო ლომჯარია – „საქართველოს ევროპული ორბიტა” (დირექტორი)

გია დვალი – ფიზიკოსი

ნინო ხარატიშვილი – მწერალი და დრამატურგი

ნიკოლოზ რაჭველი – მუსიკოსი

ნიკოლოზ ალექსიძე – ისტორიის პროფესორი

რევაზ ბოჭორიშვილი – ექიმი, პროფესორი

კახა გოგოლაშვილი – ევრო-ინტეგრაციის მკვლევარი

პლატფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები: ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე,  პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, “მთავარი არხი”-ს დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ტვ “პირველი”-ს დამფუძნებელი ვატო წერეთელი, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მარინა ბერიძე, ტვ “პირველი”-ს წამყვანი ეკა მიშველაძე და სხვები.

პლატფორმის პიარ-სამსახურს კი ტვ “პირველი”-ს წამყვანი ვიკა ბუკია უხელმძღვანელებს.

სხვა ამბების წაკითხვა