“ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა, კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის გაერთიანებასა და ამ გაერთიანებიდან გიორგი ვაშაძის გასვლასთან დაკავშირებით:
“ანტი-რუსულ კამპანიას გვთავაზობს რუსული ფულის კმაყოფაზე მყოფი ელენე ხოშტარია და ოპოზიციის გამარჯვების გარანტიად წარმოგვიდგება შარვალჩახდილი ზურა გირჩი ჯაფარიძე. ეს, ფაქტობრივად არის დიაგნოზი მათი გაერთიანების.
ძალიან ვწუხვარ, რომ სამში 1 გამოაკლდათ, ვგულისხმობ გიორგი ვაშაძეს და ახლა დუეტში აპირებენ, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვონ, თუმცა, გულწრფელად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების ამრჩევი უმრავლესობა არ ჰყავს ამ ქვეყანას“- განაცხადა ნინო წილოსანმა 7 სექტემბერს, “ქრონიკისთვის” მიცემულ კომენტარში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს