“იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს, ქართველ ხალხსა და ჩვენს მთავრობას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ჩვენი საქმით და ჩვენი ძალიან მტკიცე მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ მეტად დავაახლოვოთ ევროკავშირს. ეს არის ჩემი პასუხი, სხვა პროგნოზებზე არ მინდა საუბარი, იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს