გუბაზ სანიკიძემ ბრძოლის და ხელისუფლების დამარცხების გეგმა შეიმუშავა. მისი თქმით, ახლა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები უნდა გახდნენ თანამებრძოლები და დროებით გადადონ მათი საწინააღმდეგო პოზიციები.
” საქართველოს ისტორიაში, ყველაზე ცუდად დაამთავრებთ თქვენ! საწყევარი ხელისუფლება იქნებით. ჩემი გეგმა ასეთია, გუშინ ნიკა მელიასაც ველაპარაკებოდი. თუ არ ვართ თანამოაზრეები, დროებით გადავდოთ ეს საკითხი და გავხდეთ თანამებრძოლები, მერე გავარკვიოთ, ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა, ვინ კონსერვატორი და ვინ ლიბერალია, არჩევნების მერე.
2024 წლის იქით ვეღარ დარჩებით, შეხედეთ ხალხო მთელ მსოფლიოში ანტიოლიგარქიული მოძრაობა დაიწყო. ხალხმა დაინახა, რომ ბიძინა აღარ არის ყოვლისშემძლე. ნდობა უნდა აღდგეს ოპოზიციასა და ხალხს შორის.
გაიკეთეთ ეგ თქვენი ხელფასები ერთ ადგილზე. ხელფასად არ გაყიდიან ქართველები საკუთარ სამშობლოს. 2024 წლის არჩევნებს მოიგებს ქართველი ხალხი. 3000 წელია მიბრუნებული ვართ დასავლეთისკენ, ვერავინ ვერ შეგვატრიალა და ვერ შეგვატრიალებს”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 25 სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს