საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება. ფორუმს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს