“ახლა ნაციონალური მოძრაობიდან გასვლა არის ბრაზისა და პირადი ამბიციის კარნახით გადადგმული მცდარი ნაბიჯი”– ასე ეხმიანება გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას მიერ, ნაციონალური მოძრაობის დატოვებას.
მისი თქმით, იმის მტკიცება, თითქოს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიხეილ სააკაშვილი ლიდერი არ არის და გუნდს არაფორმალური მმართველი ჰყავს, არის “ქოცური” მოსაზრება.
“თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში.
ახლა ენმ-იდან გასვლა არის ბრაზისა და პირადი ამბიციის კარნახით გადადგმული, მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი.
ძალა ერთობაშია! საქართველოში უნდა გათენდეს! თავისუფლება მიშას! დიდება საქართველოს”- ამბობს გიორგი ბარამიძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს