ბოლო ამბები
15/10/2024

თავის მოტყუება უნდა დასრულდეს, ევროპული მომავალი ამ ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს – სალომე სამადაშვილი

გაზიარება

“თავის მოტყუება უნდა დასრულდეს, ევროპული მომავალი ამ ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს”- წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში:

“რატომ ბლოკავს ორბანი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას? ერთადერთი მიზეზით, ზიანი მიაყენოს ზელენსკის მთავრობას და უკრაინელების დემორალიზაციას შეუწყოს ხელი.

გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა არანაირ ახალ ვალდებულებებს არ აკისრებს ევროკავშირს, არც ფინანსურს, არც პოლიტიკურს.

ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში მოლაპარაკებების დაბლოკვა კი, სერიოზულად შეარყევს უკრიანის შიგნით ვითარებას.
დასკვნა-ორბანი უკრაინასთან მიმართებაში მოქმედებს რუსების ინტერესების სასარგებლოდ.

იგივე ორბანი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას? რატომ? ზუსტად იგივე ლოგიკით, ამ შემთხვევაში თვლის, რომ რუსების მოკავშირე ხელისუფლება გაძლიერდება ევროკავშირის პოზიტიური გადაწყვეტილებით.

რადგან პირდაპირ ალტ-ინფოს დღის წესრიგის ხალხს არ იღებს ქართული საზოგადოება, რუსებს ისიც აწყობთ, რომ ქართველი ხალხის მოტყუება გაგრძელდეს, თითქოს პრო-ევროპული ხელისუფლება მართავს მათ ქვეყანას.

სინამდვილეში, იგივე ხელისუფლებამ ბოლომდე მიაბა რუსეთს ჩვენი ეკონომიკა, ჩაშალა ანაკლიის პროექტი, გაუსაძლისად გაუძვირა ცხოვრება ქართველებს, რუსების შემოსევის ხელშეწყობით, მატლს გაატანა ქართული ჯარი და რუსული ოლიგარქიული ჭაობი შექმნა საქართველოში.

ამიტომ არის ფოკუსი გასასწორებელი-ევროპული მომავალი ამ ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს.

ზოგიერთი პრო-ევროპელი ტელევიზიაში საუბრობდა, აი, შეცვალა გზავნილები ქოც მთავრობამ და უფრო პრო-ევროპულად ალაპარაკდაო.

თავის მოტყუება უნდა დასრულდეს. სადაც ვითხოვთ ევროპას, იქვე ვითხოვთ ბიძინას რუსული რეჟიმის დასასრულს. ერთი, მეორეს გარეშე, შეუძლებელია.”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა