ნიკა მელია ნაც.მოძრაობიდან წავიდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მივდივარ, თუ არა? – დიახ, მივდივარ წინ, მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში”– განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგვიანებით, “მთავარი არხი”-ს ეთერში დაადასტურა, რომ ახალ პარტიას ქმნის.
“არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია,არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, ხო არც ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია. მაგრამ რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება. და დაფუძნდება ძალიან მალე…
ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის – უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე”… – განაცხადა ნიკა მელიამ “მთავარ არხზე”.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს