“2022 წლის 3 ივლისს, რიგი მიზეზების გამო, აქციას სწორი გაგრძელება ვერ მოვუძებნეთ – 20 ივნისს მოვიდა 100 ათასზე მეტი, 3 ივლისს 70-ზე ნაკლები, ღამე არავინ დარჩა ერთი ასეულის გარდა და კანცელარია ვერ დაიბლოკა.”- წერს აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, რომელიც 2022 წლის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი იყო.
ის საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც მაშინდელი მუხტი დაიკარგა.
“მეორე დღეს, პოლიტიკოსებმა და მათმა აქტიურმა მხარდამჭერებმა გამოიშვირეს თითი და თქვეს, რომ ხელში გვეჭირა ქვეყნის მომავალი და გავუშვით.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიშვირეს თითი და თქვეს, რომ 20 ივნისის წარმატება ყველასი იყო, 3 ივლისის წარუმატებლობა კი მხოლოდ ჩვენი და ენჯეო ფორმატებიდან მოგვკვეთეს.
ოპოზიციურმა მედიებმა გამოიშვირეს თითი და თქვეს, რომ ეთერებში არ უნდა ვიყოთ და სრულ მედიაბლოკადაში მოგვაქციეს. წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “სირცხვილიამ” აიღო. პირადად კი ჩავთვალე, რომ დაუმსახურებლად ვიყავი ამ მოვლენების ავანგარდში, ზედმეტი ავიღე თავზე, ვიღაცები უკეთ შეძლებდნენ და წავედი, ადგილი გამოვათავისუფლე.
თითგამოშვერილები ერთად გაუძღვნენ პროცესებს, რისგანაც ერთი ხელჩასაჭიდი გამარჯვებაც არ დარჩენილა. ამ პერიოდში იმედის ნათელი სხივი ისევ თვითორგანიზებული ჯგუფები იყვნენ.
თუმცა ამდენი კონტრპროდუქტიული კამპანიის და წარუმატებელი აქციის შემდეგ, არც პასუხისმგებლობას იღებს ვინმე რამეზე, არც რაიმე ტიპის თვითრეფლექსიით კავდება.
მოკლედ, ოპოზიციას, ოპომედიას და სხვა სტრატკომებს თუ რამის შეცვლა უნდათ, საკუთარი თავის შეცვლით უნდა დაიწყონ. დროა პატარა სოულსერჩინგით (სულის ძიებით) დაკავდნენ და პირველ რიგში თვითონ მოგვცენ იმ დემოკრატიული ცვლილებების მაგალითი, რომელზეც ამდენს საუბრობენ.”– წერს შოთა დიღმელაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს