თინა ხიდაშელის გამოხმაურება ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე და
“იმდენად წინააღმდეგობრივია ვენესუელის საქმე, რომ გაოგნებული ვარ კატეგორიული დისკუსიებით ქართულ ფეისბუქ სივრცეში.
ეს პოსტი იმაზეა, უკიდურესობებში რომ ჩავვარდებით ხოლმე, საკუთარ თავს კუთხეში მოვაქცევთ და მოვლენების ფართოდ შეხედვის პერსეპექტივას რომ წავართმევთ ხოლმე საკუთარ თავს.
საინტერესოა, იგივე ოპერაცია მოსკოვში რომ ჩაეტარებინა პრეზიდენტ ტრამპს და ახლა ნიუ-იორკის სასამრთლოში პუტინი რომ იჯდეს იგივე მორალურ/ნორმატიული არგუმენტები თუ გექნებოდათ ხალხო?
და თუ არა, მაშინ ამ მორალურ/ნორმატიულობის პრეტენზიას სერიოზული პრობლემა რომ აქვს ალბათ ხვდებით, ვინაიდან ასეთი მაღალი პედესტალებიდან საუბრისას გვარები და სახელები უბრალოდ ქრება.
კი ბატონო, ვიცი, არსებობს ხალხი, რომელიც მოსკოვში ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაშიც იგივეს იტყოდა, და პრინციპში ისინი უფრო გულწრფელად გამოიყურებიან.
მეორე მხრივ, საინტერესოა პეკინმა რომ ჩაატაროს იგივე ოპერაცია რომელიმე მისი მეზობლის წინააღმდეგ იგივე აღტაცება ან გამართლებების მოძებნის მარათონი ექნებოდათ იმ ადამიანებს ვინც დღეს კარაკასის ოპერაციაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს?
ან კიდევ უფრო მეტიც, გრენლანდიის წინააღმდეგ მუქარის რეალიზებას რომ შეეცადოს ვაშინგტონი?
1. ამ მომენტისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაშინგტონში რამე შეიცვალა და დემოკრატიისა და დაჩაგრული ხალხების გადარჩენისთვის ჯვაროსნული ბრძოლებისთვის მზაობა გამოცხადებულია.
ამიტომ, ყველა საუბარი იმაზე რომ აბა რა ეგონათ არალეგიტიმურ არჩევნებს ვინ გაუპრავებდათ, უბრალოდ საფუძველს მოკლებულია.
არავითარი ანალოგიები ოცნების არალეგიტიმურობასთან არ იბმება, ტყუილად თავს ნუ მოიტყუებთ.
2. პრეზიდენტ ტრამპის ვაშინგტონი მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც დასაწყისშივე ითქვა, რომ ყველაფერი “ტრანზაქციულია” და თუ ასეთი არ არის, არც არის საინტერესო.
ვენესუელა – ნავთობი – დასავლეთ ნახევარსფეროში სრული კონტროლი …
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დღეების მოქმედებების უფრო დიდი და ხმაურიანი გაგრძელებაა, თორემ თავისი არსით იგივეა, რაც პანამის არხის გარშემო მოხდა.
3. შესაბამისად, თუკი ამ კატეგორიული (შავ-თეთრი) მსჯელობისგან გავთავისუფლდებით, წინასწარ დადგენილი ჩარჩოებიდან ამოვალთ და საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს თავისუფლად ფიქრის, მსჯელობის, აზროვნების სივრცეს დავუტოვებთ, დავინახავთ, რომ არ არის შეუძლებელი ამ “ტრანზაქციულ” პოლიტიკურ დისკურსში საკუთარი ქვეყანა და მომავლის შესაძლებლობები დავინახოთ.
უფრო მეტიც, ვინც ამას ყველაზე სწრაფად მოახერხებს (ხელისუფლება, რომელიმე ოპოზიციური ძალა) და სწორ საკომუნიკაციო არხებს იპოვის, სწორედ ის შეძლებს ყველაზე სწრაფად და ეფექტურად ამერიკის დღის წესრიგში მოხვედრას.
ეს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში და იმათთვის, ვისაც ვაშინგტონის ორბიტაზე დაბრუნება და უსაფრთხოების თუნდაც მინიმალური გარანტიების შენარჩუნება ღირებულად მიაჩნია.”- წერს თინა ხიდაშელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

