“ხალხო, მომისმინეთ, შვილმკვდარი დედა გელაპარაკებით ლანჩხუთიდან! მარინა არახამია, 57 წლის!
2024 წლის 5 იანვარს ჩემი ერთადერთი შვილი, ჩემი იმედი და სიცოცხლე მომიკვდა! მომიკვდა კი არა მომიკლეს! მას მერე ჩემი სახლი ჩემი შვილის საფლავია, იქ მძინავს, იქ ვხვდები ახალ წელს, იქ ვათენებ ამ გატანჯულ ღამეებს..
ჩემი 24 წლის გოგო, ჩემი ლიკა ხელებში ჩამაკვდა იმ უვიცი და გულგრილი ექიმების გამო, ვისაც მისი გადარჩენა ევალებოდა. 3 იანვარს შუადღეს ჰელსიკორში სასწრაფომ შეიყვანა კუჭის არეში ძლიერი ტკივილით. ღმერთო მომკალი, ამ ტკივილებს ვერ ვუძლებო, ასე იძახოდა. შარდში კეტონები და ცილა ჰქონდა, თურმე დიაბეტური კეტოაციდოზი ეწყებოდა , დახმარებას ითხოვდა მისი ორგანიზმი! ამათმა რა ქნეს? ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს და დექსამეტაზონი გაუკეთეს! ამ წამალმა ჩემი შვილის მდგომარეობა სასიკვდილო გახადა. ღამის პირველ ნახევარზე, როცა ბავშვი კვდებოდა, კლინიკიდან გამოგვიგდეს, სახლში გაგვიშვეს… ვიხვეწებოდი ექიმი დამალაპარეკთ მეთქი და ექიმმა გამოსვლა არ იკადრა. დაცვას გამოატანეს მომაკვდავი ბავშვი. ფოიეში დაგვტოვეს და კარები შეიკეტეს, ჯერ ლამის ჰოიეში გადავარდა სკამიდან და მერე ჰაერზე გასვლა მომთხოვა, ბორდიულზე ჩამოჯდა და რომ არ გადავარდნიყო ხელით ვიჭერდი, სანამ ტაქსს ველოდებოდით.
იმდენად გაუსაძლისი ტკივილები ქონდა სახლში რომ მივედი ისევ გამოვიძახე სასწარფო და ახლა უკვე სასწრაფომ გერმანულ კლინიკაში გადაგვიყვანა, მარა გვიან იყო, ჰელსიკორში დაშვებულმა გამოუსწორებელმა შეცდომამ ჩემი შვილი იმსხვერპლა.
მეორე კლინიკაში ინსულინიც გაუკეთეს და ყველაფერი, რაც საჭირო იყო, მაგრამ გული ორჯერ გაუჩერდა ჩემს ლიკას, მოუკვდა დედა. მეორედ ვეღარ აამუშვეს გული და დავკარგე ჩემი სიმწრით, სიღარიბეში გაზრდილი შვილი.
კონსულტაცია გავიარე თურქ ექიმებთან და სამედიცინო ისტორიების გაცნობის შემდეგ ექსპერტებმაც დამიდასტურეს, რომ ჰელსიკორს არ უნდა გამოვეწერეთ, დიატებური კეტოაციდოზის მკურნალობა უნდა დაეწყოთ და ჩემი ლიკა დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.
სოციალურად დაუცველები ვართ და იმიტომ მოგვიშორეს ჰელსიკორიდან! შემოსავალს რომ ვერ ნახავდნენ ჩვენგან, იმიტომ გამოგვიძახეს ქუჩაში და გაწირეს ჩემი ლიკა სასიკვდილოდ!
2024 წლის ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროში რეგულირების სააგენტოში მიდევს საჩივარი და პასუხს არავინ მცემს! პოლიციაშიც შევიტანე საჩივარი, მარა სამართალი სად არის? უკვე 2 წელი გავიდა და არავინ მიაქცევს ყურადღებას!
ფულის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ! ძალიან ძვირი ჯდება სამედიცინო დოკუმენტაციის ექსპერტიზა. თურქებმა, ყველაფერი ზეპირად მითხრეს. მე კიდევ წერილობით მჭირდება დასკნა, რომ სამართალი ვიპოვო. სახლს ვყიდი, უკანასკნელ ლუკმას გავიცლი პირიდან, რომ თურქეთშიც და საქართველოშიც დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარო. ბოლომდე მივყვები ამ საქმეს!
ადვოკატსაც ავიყვან! ჩემს შვილს აღარაფერი ეშელება, მაგრამ იქნება თქვენი შვილები გადარჩნენ! ვეღარავინ გამაჩერებს!
ექიმებო, თქვენ გეუბნებით! თუ ცოდნა არ გაქვთ ისწავლეთ, წიგნები წაიკითხეთ! თუ კლინიკის პატრონები გაიძულებთ ღარიბი ხალხი ქუჩაში გაყაროთ , გამბედაობა მაინც იქონიეთ და ადამიანობა არ დაკარგოთ! ჩემზე მეტი ჯოჯოხეთი რაღა უნდა იყოს, შვილის საფლავზე რომ მძინავს, მაგრამ თქვენ საკუთარი სულებისთვის ვარეს ჯოჯოხეთს იმზადებთ, იცოდეთ!
არ გავჩერდები, სანამ ამ უვიცობას და გულგრილობას არ ვამხილებ. ჩემს შვილს ვეღარაფერი დამიბრუნებს, მარა იქნებ სხვა დედებს მაინც ავარიდო ეს უბედურება. მინდა გაიგოს მთელმა საქართველომ, რაფერ მომიკლეს ერთადერთი შვილი! არ გეკაროთ კლინიკა ჰელსიკორს! ვინც მედიცინაში ერკვევა თქვენთვის ავტვირთავ ფორმა 100 და ნახეთ როგორ მომიკვდა ამ კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარებაში გამოწერილი შვილი 1 დღეში!
მე იმ ანგელოზივით გოგოს დედა ვარ, ლია ტუღუშის, რომელიც 2024 წლის 4 იანვარს გამოწერეს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში კლინიკა ჰელსიკორიდან და 5 იანვარს გერმანულ კლინიკაში გადაიცვალა!
იმიტომ არ მოგვაქციეს ალბათ ყურადღება, რომ ღარიბები ვართ და სოციალურად დაუცველები.
კომენტარები დავწერე ჰელსიორის გვერდზე და დაბლოკეს!ამ კომენტარის გამო – ლია ტუღუში გახსოვთ? მის დედა ვარ! 2024 წლის 4 იანვარს ღამის 2 საათზე რომ გამოგვიშვით ქუჩაში დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში!
შვილის საფლავზე მძინავს 2 წელია! ე. ძამაშვილმა იმედია ისაწავლა დიაგნოზის დასმა და სწორი მკურნალობა!
სამარცხვინო საქციელია!!”- წერს გარდაცვლილი გოგონას დედა, მარინა არახამია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


